02:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 22:19:27, 1177 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - მინდა სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით სამართალდამცველებს მადლობა გადავუხადო ამ დღეებში გაწეული შრომისთვის

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სასაზღვრო კონტროლის მიმართულებით სამართალდამცველების მიერ გაწეული მუშაობა უმძიმესი იყო - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.


მან ასევე, ამ პროცესებში ჩართულ პოლიციის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.


„მინდა, ჩვენს თანამშრომლებს, პოლიციელებს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მართლა ძალიან დიდი შრომა ჩადეს ამ 2 კვირის განმავლობაში. თქვენ იცით, თუ რა პრობლემები იყო, ძალიან ბევრი რეისი სრულდებოდა. მით უმეტეს, პირველი  2-3 დღის განმავლობაში  ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველაფერს გავართვით თავი.

დღეს დაკეტილია საზღვრები მთლიანად. სახმელეთო საზღვარზე შემოდიან მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები და გამონაკლისი დაიშვება მაშინ, თუ დიპლომატიური მისიით მოემგზავრება სხვა ქვეყნის მოქალაქე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაშიც, თუ პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია - მეუღლე, შვილი, დედა და ა.შ. მისი ქვეყანაში შემოშვების საკითხს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, შემოწმების შემდეგ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ამავე ეთერში ისაუბრა სატვირთო გადაზიდვების შესახებაც.
„იცით, რომ ტვირთები მოძრაობს, არ გაგვიჩერებია სატვირთო გადაზიდვები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვისაც. ყველა სატვირთო მანქანის მძღოლი მოწმდება, რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანის კოლონა კეთდება და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს ლარსიდან წითელ ხიდამდე მათ გაცილებას, თავის დაზღვევის მიზნით, რომ ეს ადამიანები არ შევიდნენ ჩვენს მოქალაქეებთან კონტაქტში,“ - განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics