02:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 22:12:57, 1176 ნახვა

საზოგადოება
გომელაური - როდესაც ვდგებით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინაშე, იმედი მაქვს ისინი თავადაც გაითვალისწინებენ რომ არ მოხდეს დიდი შეკრებები

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულებსა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში მათი აღნიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

იგი იმედოვნებს, რომ დღესასწაულს შეძლებისდაგვარად, შედარებით შეზღუდულ პირობებში გახორციელებენ.


„ტრადიციული ხალხი ვართ, ტრადიციული ერი ვართ, მართლმადიდებლები, უდიდეს  პატივს ვცემთ ეკლესიას და დღესასწაულებს. მითუმეტეს, აღდგომა არის ერთ-ერთი დიდი მართლმადიდებლური მნიშვნელოვანი  დღესასწაული და აქედან გამომდინარე, მესმის ეს ყველაფერი, თუმცა, ისევ ვდგებით  ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინაშე. მე დიდი იმედი მაქვს , რომ ჩვენი მოქალაქეები ამას გაითვალისწინებენ და არ მოხდება ეს დიდი შეკრებები და ტრადიციულად, რასაც ვაკეთებთ ხოლმე  აღდგომას, შეძლებისდაგვარად, შეზღუდულ პირობებში განვახორციელებთ,“ - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics