02:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 15:50:29, 1143 ნახვა

საზოგადოება
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებზე

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. 


შეხვედრის მონაწილეებმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამეს.

"დღეის მდგომარეობით, მცხეთა-მთიანეთში, უკვე 200-ზე მეტი საზოგადოებრივი კვების ობიექტის მუშაობაა შეჩერებული. 40 ობიექტი საკვების სახლში მიტანის სერვისით აგრძელებს ფუნქციონირებას. დროებით დაიხურა რეგიონის მასშტაბით არსებული კაზინოები, სპა-ცენტრები, სილამაზის სალონები და ელექტროტექნიკის მაღაზიები. 

შეზღუდვები დაწესდა ტრანსპორტზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ინტენსივობა მინიმუმამდე შემცირდა და რეისები მხოლოდ მოსახლეობისთვის აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. ამასთან, მძღოლები სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით რეგულარულად ამუშავებენ.

COVID 19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში მოხალისეთა ჯგუფებიც შეიქმნა. მოხალისეები, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვებიან. ისინი მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან მცხეთა-მთიანეთში მოქმედ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics