04:43 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 09:54:28, 1305 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ყოველდღიური, აქტიური მოლაპარაკებები და ქვეყანა მიიღებს სოლიდურ დახმარებას,  რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში.

„ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. საუბარია მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც არა მარტო საერთაშორისო სავალუტო ფონდი, არამედ სხვა დონორი ორგანიზაციები - მსოფლიო ბანკი, აზიის განცითარების ბანკი ერთობლივად წარადგენენ პაკეტს.

აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ყოველდღიურად. მე დღეს ციფრს პირდაპირ ვერ დავასახელებ, თუმცა ეს საკმაოდ სოლიდური დახმარება იქნება,  რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდება და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება პოსტკრიზისულ პერიოდში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics