2020-03-21 09:46:34, 2454 ნახვა
მსოფლიო
სინგაპურში კორონავირუსით გარდაცვალების პირელი ორი შემთხვევა დაფიქსირდა
სინგაპურში კორონავირუსით გარდაცვალების პირელი ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაიცვალა 75 წლის ქალი და 64 წლის მამაკაცი. ორივე გარდაიცვალა ადგილობრივ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას.
ქალი, სინგაპურის მოქალაქე, ვირუსს 23 თებერვალს დაინფიცირდა. მას ჰქონდა გულის ქრონიკული დაავადება და ჰიპერტენზია.
მამაკაცს, ინდონეზიის მოქალაქეს, ასევე ჰქონდა გულის დაავადებების ისტორია. იგი 14 მარტს დაინფიცირდა.
ფოტო: Getty Image
ავტორი: ექსპრესნიუსი,