|
2020-03-21 09:12:45, 1359 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ევროპაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება
„ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც ახლა ევროპაში იმყოფება, დროულად მიეწოდება ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაცია და მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გამართული ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, შექმნილ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს და კორონავირუსთან გამკლავების სტრატეგია სწორედ ეფექტურ პრევენციაზე დამოკიდებული, რაც საქართველოს მთავრობას კარგად გამოსდის. მისივე განცხადებით, პრევენციის ძალიან დიდი ნაწილია, ორგანიზებულად მოხერხდეს ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ აქ შესაბამისი პირბები დახვდეთ - იქნება ეს კარანტი, თვითიზოლაცია, რომ სხვა სახის ადეკვატური პირობები, რაზეც ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაცია იქნება. „აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და პრაქტიკულად, შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა,ზოგიერთი წყდება უახლოეს 1-2 დღეში. ფრენების განხორციელება მოხდება მხოლოდ ქართული ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების" მეშვეობით. წინასწარ განვსაზღვრეთ ის ჰაბები და ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინფორმაციას ამის შესახებ სრილად ფლობენ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები, რომლების მუდმივ კომუნიკაციაში არის ჩვენს მოქალაქეებთან. „შესაბამისად, მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, რომ მათ დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და საქართველოში მათი ჩამოყვანა ორგანიზებულად მოხდება. პირველ ეტაპზე განვსაზღვრეთ რამდენიმე ქალაქი, რომელსაც შესაძლოა შემდგომში სხვა ქალაქებიც დაემატოს. ამ ეტაპზე ეს არის - ბერლინი, ამსტერსადმი და პარიზი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, კიდევ დავამატებთ სხვა მიმართულებებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)