06:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 17:10:48, 1397 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ სესხების გადავადების პროცედურას 24 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს

„თიბისი“ საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით პროცედურებს 24 მარტის ჩათვლით აგრძელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი უარი სესხების საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით თიბისის დისტანციური არხებით (ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სმს, ქოლცენტრი) 24 მარტის ჩათვლით დააფიქსირონ.

თუ არ გსურთ სესხზე შეღავათის გააქტიურება, გამოაგზავნეთ „7“ ბანკისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე პასუხად, ან მოიწერეთ ინტერნეტ ან მობაილ ბანკის შეტყობინებებში ან დარეკეთ 032 2272727-ზე.

ხოლო ისინი, ვისაც სურს ისარგებლოს სესხების გადავადებით, ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამაში, სესხის ახალი გრაფიკი კი, გამოუჩნდებათ ინტერნეტბანკში.    

შეღავათი ეხება იპოთეკურ სესხებს,  სამომხმარებლო სესხებს, სასწრაფო სესხებს,  ავტო სესხებს, განვადებას, საკრედიტო ბარათებს, ოვერდრაფტებს, ლომბარდს, სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგრო სესხებს.

შეგახსენებთ, რომ სესხებზე საშეღავათო პერიოდის ჩართვის გადაწყვეტილება „თიბისიმ“ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღო. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა მსხვილ ბიზნესს, რომელიც ტურისტულ და კვების ინდუსტრიაში საქმიანობს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics