02:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 13:24:35, 1218 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადილებს, ჩენი ოჯახების შემოსავალს, ჩვენი შვილების მომავალს

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, "კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადილებს, ჩენი ოჯახების შემოსავალს, ჩვენი შვილების მომავალს".

მისი თქმით, ხელისფლებამ უნდა გაატაროს ამ მიმართულებითაც ეფექტური ნაბიჯები. ბაქრაძე აღნიშნავს, ორმ აუცილებელია გადასახადების შემცირება და საპენსიო ფონდში შენატანები დროებით უნდა შეჩერდეს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ენერგიულ ნაბიჯებს სამედიცინო სფეროში, რომელიც იდგმევა კორონავირუსის წინააღმდეგ და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური ძალა მხარს ვუჭერთ გატარებულ ღონისძიებებს, რომლის ამოცანაც არის კორონავირუსთან ბრძლა და მისი გავრცელების შეზღუდვა. მაგრამ ეს უხილავი მტერი არ ებრძვის მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას, კორონავირუსი ებრძვის ჩვენს სამუშაო ადილებს, ჩენი ოჯახების შემოსავალს, ჩვენი შვილების მომავალს. ამიტომ აუცილებელია ასეთივე ენერგიული ნაბიჯები გადაიდგას ეკონომიკაში იმ მიზნით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, დავიცვათ მათი ოჯახები, კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისისგან. სამწუხაროდ ასეთ ნაბიჯებს ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ. "ევროპულმა საქართველომ" შეიმუშავა გეგმა, რომლითან გადასახადების შემცირების გზით, საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეწყვეტის გზით, ასეულობით მილიონ ლარს დავტოვებთ ეკონომიკაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მანევე აღნიშნა, რომ ყველა ოჯახს 120 ლარიანი კომუნალურების ვაუჩერი უნდა გადაეცეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics