02:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 21:43:51, 1255 ნახვა

კომენტარი
გახარია - დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სხდომაზე იმსჯელეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადები შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი აუციილებლობა ქვეყანაში არ არის.

მისივე თქმით, როდესაც მათ ჯანდაცვის სისტემა გადასცემს ინფორმაციას, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა პრეზიდენტთან კომუნიკაციით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამოდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და აღსრუებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ - როგორც კი ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივირებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics