12:19 - 07 Jun, 2026
|
2015-08-07 09:38:08, 827 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“–ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია
„რუსთავი 2“–ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ტელეკომპანია „რუსთვი 2“–ის ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. აღნიშნულ ფაქტს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება და აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას. "ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი - სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ იმიტომ, რომ ეს არაა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა - მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე არაა მხოლოდ ქიბარ ხალვაში და მოდავე მხარე არის ხელისუფლება," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)