03:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 15:35:51, 1069 ნახვა

საზოგადოება
„ევექსის“ ქსელის დირექტორი - ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებული პაციენტებისთვის 300-დან 400 საწყობამდე გამოვყოფთ

„ევექსის“ ქსელის დირექტორის, გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, საავადმყოფო მზადაა ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების შემთხვევაში,  ინფიცირებული პაციენტებისთვის 300-დან 400 საწყობამდე გამოყოს.

მისი თქმით, „ევექსის“ კლინიკა დღევანდელ გამოწვევასთან სრულ მზადყოფნაშია.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, ექთანს, სანიტარს და ყველა მედპერსონალს, ვინც ახლა დგას და მუშაობს იმ ადგილას, სადაც მუშაობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ვთცლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ასეთი გამოწვევები სახელმწიფომ და კერძო სექტორებმა მაქსიმალურად კოორდინირებულად დაამარცხოს. ეს არის რეალურად გასაღები ამ წარმატების და დღევანდელი შეხვედრაც ეძღვნებოდა სწორედ იმას, რომ მაქსიმალურად კოორდინირებულად იმუშავოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა და ასევე, კერძო სექტორმა, რათა ერთად გავუმკლავდეთ დღევანდელ გამოწვევას ქვეყანა.

„ევექსის“ საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია იმ მოცემულობებთან , რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. მიმდინარეობს ინტენსიური გადამზადებები და ტრენინგები, რათა ყველა ჰოსპიტალში თუ მოხვდა ასეთი პაციენტი, იმართოს ძალიან სწორად, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე ტრიაჟი და პაციენტის სწორი მართვა. ამაზე აქცენტი ყველა საავადმყოფოშია გაკეთებული. მიმდინარეობს უწყვეტი ტრენინგები. რაც შეეხება დამატებითი მოცულობების გამოყოფას, ჩვენ წინა კვირასაც გავაკეთეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით და მზად ვართ პირველ ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში 300-დან 400 საწყობამდე გამოვყოთ ქვეყნის მასშტაბით, რომელიც მოემსახურება უშუალოდ ამ ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics