02:58 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 14:57:52, 1158 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია

"შემდგომი ზომების მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ტენდენციები გლობალურად და ასევე ადგილობრივად საქართველოში. ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები",  - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, კრიტიკულ სიტუაციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლელიც პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების საშუალებას გვაძლევს.

"ჩვენ გვაქვს ყოველდღიური რეკომენდაციები მთავრობასთან, პრემირ-მინისტრთან, ბუნებრივია, შემდგომი ზომების მიღება დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება ტენდენციები გლობალურად და ასევე ადგილობრივად საქართველოში. ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ზოგადად საგანგებო მდგომარეობას, საგანგებო მდგომარებოოის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ მეტი შეზღუდვის დაწესებაა აუცილებელი, როგორც ადამიანების მიმართ, ასევე ორგანიზაციების მიმართ, თუ იქნება ასეთი საჭიროება და აუცილებლობა ამ შემთხვევაში ბუნებრივია შესაბამის ზომაზეც შეიძება ფიქრი, თუმცა ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტიელბა კონსულტაციების საფუძველზე. სამი ინსტანცია არის ამ შემთხვევაში ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში, ესენია პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებიც წარადგენენ შესაბამის აქტს პარლამენტში, ამის შემდეგ უკვე იქნება შესაბამისი აქტი კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ასეეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ზოგადად ყველა შესაძო ვარიანტი განიხილება, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა პრევენციაზე. საგანგებო მდგომარეობაც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევს საპრევენციო ზომების გაძლიერების საშუალებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics