04:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 12:05:29, 1009 ნახვა

საზოგადოება
საუნივერსიტეტო კლინიკა COVID-19-თან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა COVID-19-თან ბრძოლის ცენტრად გადაკეთდა.

კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

“ამ ეტაპზე ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტია მოთავსებული. 2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, მაგრამ მკურნალობის შედეგად დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. პირველი პაციენტი, 47 წლის ქალი, რომელიც შემოსულია, შემოყვანის დროს მისი მდგომარეობა იყო მძიმე, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპისთვის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკის ხარისხი შემცირებულია, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სამივე პაციენტის მიმართ დადებითი კლინიკური ლაბორატორიული მაჩვენებელია. 80 პაციენტია საერთო ჯამში კლინიკაში და აქედან სამს აქვს კორონავირუსი დადასტურებული”, - განაცხადა ლევან რატიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics