05:55 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 21:12:48, 4658 ნახვა

სამართალი
კომპანიაში, რომელიც COVID19-თან დაკავშირებით მთავრობის სახელით ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდა, სუსი შევიდა

ჭავავაძის თხუთმეტ ნომერში სპეცოპერაციაა. კომპანიაში, რომელიც covid19-ის შესახებ შეტყობინებებს მოსახლეობას უგზავნიდა, სუსი შევიდა.

სპეცოპერაციის განხორციელების აუცლებლობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მთავრობის სახელით მოსახლეობამ ცრუ შეტყობინება, გადადგილების შეზღუდვის შესახებ მიიღო.

ამის შემდეგ სუსის და პოლიციის 50-მდე თანამშრომელი "კომპანია ემსის" ოფისში შევიდნენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათმა ერთმა თანამშრომელმა "იხუმრა" და რამდნიმე ადამიანს ეს შეტყობინება გაუგზავნა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ერთი ადამიანის გამოსავლენად 50 კაციანი სპეცოპერაციის განხორციელება აუცილებელი არ იყო.

"როგორც ჩვენ გვარკვიეთ შიდა მოძიებით, რამდენიმე თავის ახლობელ ექვს ნომერზე გაუგზავნა ამ მთავრობის ბრენდნეიმით, ასე რომ ვთქვათ. გაუგებრობა მოხდა ჩვენი თანამშრომელმა გაიხუმრა ძალიან ცუდად, ამისთის მივიღეთ ზომები და თავისივე თანხმობით გავათავისუფლეთ. გამოჩნდება, რომ ჩვენ არაფერ შუაში ვარ და არ იყო აუცილებელი 50 კაციანი სპეცოპერაციის განხორციელება", - განაცხადა "ემსი კომპანიის" ხელმძღვანელმა შუქრი ბურჭულაძემ.

ამ დროისთვის ადგილზე პოლიზიისა და სუსის თანამშრომლები იმყოფებიან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics