|
2020-03-18 15:40:16, 1407 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - მივიღეთ დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება
„გვაქვს მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სამინსიტრო აქცენტს გააკეთებს იმ დარგების განვითარებაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადია. „გვაქვს მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო და ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგების განვითარებასა და აღორძინებაზე, რომელზეც ვხედავთ, რომ დღესდღეობით ყველაზე დიდი მოთხოვნაა, რათა ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ამ დარგების ჩამონათვალს უახლოესი დღეების განმავლობაში წარვუდგენთ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს. ასევე მე და ჩემმა კოლეგა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადავაწყოთ იმგვარად, რომ სწორედ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი. იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)