|
2020-03-18 14:49:25, 1287 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
„მე მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და გაწევრიანდეს, მიიღოს მონაწლეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. კალაძე მოუწოდებს მოხალისეობის მსურველებს მიმართონ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზს. „მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელიც არის მოხალისეების ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან. ჩვენი სურვილი, რომ დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც არ უნდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება ზუსტი ცოდნა, თუ როგორ დავეხმაროთ რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, მოხდება ისე რომ ადამიანებს არათუ პრობლემას მოვუხსნით, არამედ პრობლემას გავუღრმავებთ და საფრთხის წინაშე დავაყენებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად მოხალისების უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, მე მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს და გაწევრიანდეს, მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაგეგმილი. მიმართეთ დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე, სადაც ჩვენ მოვინიშნავთ თქვენს ინფორმაციას, საცხოვრებელ ადგილს და საკონტაქტო ყველა კოორდინანტს მივიღებთ და რა თქმა უნდა, შემდეგ დაგიკავშირდებით“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)