04:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 14:32:25, 1197 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას წყვეტს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მიზნით, მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები მუშაობას წყვეტს.

მისი თქმით, მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.

„პირველ რიგში მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას და მოვუწოდო ყველას, მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ქალაქში გადაადგილებისაგან. დარჩით სახლში.ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირველ რიგში, თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, რომელიც გუშინ, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო. რაც შეეხებათ იმ პირებს, ვისაც გადაადგილების უკიდურესი აუცილებლობა აქვთ, მათ მომსახურებას თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები უზრუნველყოფს.

მსურს საზოგადოებას თბილისის მერიის რამდენიმე პრევენციული გადაწყვეტილების შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. ჩვენი გადაწყვეტილებით ფუნქციონირებას დროებით წყვეტს მერიის რაიონული მომსახურების ცენტრები და მუშაობას მხოლოდ მერიის ცენტრალური ოფისის სერვისცენტრი გააგრძელებს, რომლის პერსონალიც უკონტაქტო მომსახურებაზე გადადის.

მომსახურების ახალი წესის თანახმად, ცენტრალური სერვისცენტრის მისაღებში აღარ მოხდება მოქალაქეების თავშეყრა, არამედ ისინი რიგს დაიკავებენ გარეთ და მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ექნება შესაძლებლობა ერთდროულად შემოვიდნენ მისაღებში. მისაღებში მოქალაქეებს პერსონალის ნაცვლად დახვდებათ თემატური ბლანკები, რომლებსაც შეავსებენ და შესაბამის თემატურ ყუთებში მოათავსებენ. რის შედეგადაც, მას გაეცნობიან ჩვენი სამსახურის თანამშრომლები და მოახდენენ თითოეულ შემოსულ წერილზე რეაგირებას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, სერვისების მიწოდება სრულად უკონტაქტოდ ვერ ხორციელდება, ვინაიდან ჩვენს თანამშრომლებს ხშირად უწევთ მოქალაქეების დახმარება წერილის შედგენასა და განცხადების დაწერაში. სწორედ ამიტომ, მერიის პირველ სართულზე გამოიყო სპეციალური იზოლირებული სივრცე, სადაც ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოემსახურებიან მოქალაქეებს“, -განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics