|
2020-03-18 13:15:40, 1165 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი გადასცა. აღნიშნული აპარატი მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამართავად. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე სუნთქვის აპარატების გამოყენების საჭიროება არ არსებობს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გართულება, რაც შეიძლება იყოს კორონავირუსის შემთხვევაში და საჭიროება პაციენტისთვის ეს არის ხელოვნური სუნთქვის აპარატების საჭიროება, ჩვენ ვუზრუნველყავით რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი. ამ ეტაპისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოს გააჩნია ხელოვნური სუნთქვის 50 აპარატი და შესაბამისად აქვს შესაძლებლობა, გართულების შემთხვევაში პაციენტისთვის უზრუნველყოს ყველანაირი პირობა“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)