06:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 14:14:50, 642 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა რეგიონების მიხედვით არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

გიორგი მღებრიშვილმა სამხარეო მთავარი სამმართველოების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

„მე დღეს შევხვდი სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელობას, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები. მათ უკვე ჩემგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული ოჯახის, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, სტუმრის უსაფრთხოება დაცული იქნება. აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა კრიმინალთან, ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ამ უკომპრომისო ბრძოლაში თითოეულ პოლიციელს სრული მხარდაჭერა ექნება “, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics