04:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 15:28:56, 1326 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი ქადაგიძის კანდიდატურაზე - ქადაგიძის წარდგენასთან დაკავშირებით არ გვიჩქარია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯომარის თქმით, მათ უზენაესი მოსამართლის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის წარდგენასთან დაკავშირებით არ უჩქარიათ.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი ან უნდა გადაედოთ განუსაზღვრელი ვადით, რაც პროცესის გაწელვას გამოიწვევდა.

„სიტუაცია არ არის ფორმაჟორული. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიყავით არჩევანის წინაშე, რომ ჩვენ გადაგვედო განუსაზღვრელი ვადით ამ პროცესის განხილვა და რა ვადით მოგვიწევდა ამის განხილვა და დროში როგორ გაიწელებოდა ეს პროცესი ჩვენ ვერ ვიტყოდით ამას. მეორე საკითხი იყო არაფორსირებულად, არამედ გონივრულ ვადაში შემოვიდა კანდიდატურა საბჭოს მხრიდან. კანონის სრული დაცვით, რის საშუალებასაც ჩვენ რეგლამენტი გვაძლევდა იმ ვადებში განგვეხილა. შესაბამისად ჩვენ დავიცავით რეგლამენტი სრულად და თქვენ თვალყურს ადევნებდით სრულად პროცესს, რომ არავის არ ეჩქარებოდა, თუ ვინმეს ჰქონდა შეკითხვა, თქვენ ვერ იტყვით იმას, რომ რომელიმე პარლამენტის წევრს სურდა შეკითხვის დასმა ან არასამთავრობო ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელს სურდა შეკიხთვის დამსა და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით. ჩვენ ამ მიმართულებით არ გვიჩქარია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, უზენაესი მოსამართის თანამდებობაზე წარდგენილია ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. დღეს პარლამენტში უსმენდნენ ქადაგიძის ხედვას. უახლოეს პერიოდში ქადაგიძის კანდიდატურას კენჭს უყრიან, რის შედეგადაც გადაწყდება დაინიშნება თუ არა ნინო ქადაგიძე უზენაესი მოსამართლის პოზიციაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics