05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-17 13:58:33, 1264 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახურავი იცვლება

მთაწმინდაზე, გრიბოედოვის ქ. N2/5-ში ამორტიზებული სახურავი იცვლება. სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს. 

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სახურავის ჩანაცვლება და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 800 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. 

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. 

„აღნიშნულ მისამართზე მსგავსი პროექტი ბოლო ათეული წლებია არ განხორციელებულა, შესაბამისად გარკვეული პრობლემები ექმნებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ეს უკვე უმოკლეს ვადაში მოუგვარდებათ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პარალელურად სხვადასხვა სამუშაოსაც ახორციელებს და მსგავსი პროექტები წლის განმავლობაში კიდევ არის დაგეგმილი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics