|
2020-03-16 11:56:19, 1222 ნახვა
ეკონომიკა
2019 წლის მეოთხე კვარტალში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 6.6 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის მეოთხე კვარტალში, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა 6.6 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათი ინფომრაციით, ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 980.9 ათასით განისაზღვრა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ 1.1 მილიონ ვიზიტს. ამასთანავე, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 492.6 ათასით განისაზღვრა, რაც 7.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 301.6 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 182.7 ათასი ვიზიტი თვეში). 2019 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 137.9 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 3.9 ლარით და 120.2 ლარს უტოლდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)