|
2020-03-16 11:17:51, 3275 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს კლინიკას. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ პაციენტი საავადმყოფოს დატოვების შემდეგ, ერთი კვირა თითიზოლაციაში იქნება. „გამოჯანმრთელებული პაციენტი, ალბათ, დღეს დატოვებს საავადმყოფოს. კიდევ ერთხელ შეფასდება სიტუაცია და დღის განმავლობაში მიიღება გადაწყვეტილება. ეს პაციენტი დატოვებს საავადმყოფოს, მაგრამ როდის ვერ გეტყით. დატოვების შემდეგ, პაციენტი მაინც ერთი კვირის განმავლობაში გადავა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თვითიზოლაციაში“, - განმარტავს მარინა ეზუგბაია. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას ორჯერ ზედიზედ ჩაურადა covid19-ზე ტესტი, პასუხი ორივეჯერ უარყოფითი იყო.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)