|
2020-03-15 20:14:50, 8974 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე - სამივე შემთხვევაში, ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ უცხოლეებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან
დღეს დადასტურებულ სამივე შემთხვევაში, ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ უცხოლეებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. "ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები. ერთი კაცი და 2 ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში არ გამოვლენილა მეოთხეული შიდა გადაცემა, როცა დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ არ იცის, ვისგან გადმოედო. ანუ ვთქვათ, პიროვნება გავიდა მაღაზიაში, ქუჩაში, შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული ისე, რომ არ იცის, ვისთან ჰქონდა კონტაქტი. ეს მდგომარეობა უფრო სპეციფიკურია და შემდეგ საპასუხოდ სხვა ტაქტიკას გულისხმობს. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)