03:47 - 06 Jun, 2026
|
2020-03-14 12:57:35, 7700 ნახვა
ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტი სავარაუდოდ, იტალიასთან არის დაკავშირებული
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ხუთი ახალი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სავარაუდოდ იტალიასთანაა დაკავშირებული. მისივე თქმით, პაციენტებთან დაკავშირებით, ზუსტი მონაცემები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. „ერთადერთი ვიცი, რომ იტალიასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორ, თავად იყვნენ იტალიაში, თუ იქიდან ჩამოსულმა დაასნებოვნეს, ამას გავიგებ მას შემდეგ, რაც დავუკავშირდები თანამშრომლებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 30-ს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)