13:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 12:50:15, 2166 ნახვა

პოლიტიკა
“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის წევრები მზად არიან თანამოქალაქებს და უწყებებს დახმარება შესთავაზონ

“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის  თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად  შევთავაზოთ ჩვენი დახმარება“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, ახლა მთავარია მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, სოლიდარულები იყვნენ.
„მსურს რომ ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს მოსახლეობას ამ მძიმე მომენტში, როდესაც  მთელი მსოფლიო ახალ კორონა ვირუსს ებრძვის.
დედაქალაქის მერმა დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის უფასო სასადილოებში იცვლება მომსახურების ფორმა, წესდება უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები, ინერგება დამატებითი სერვისები ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად.  
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დამატებითი მომსახურების გასაწევად, თბილისის მერიას დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფები. ისინი დამატებით  ტრენინგებსაც გაივლიან.
“ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის  თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად  შევთავაზოთ ჩვენი დახმარება.
ჩვენ, ჩვენი თითოეული მეგობარი და თანამოაზრე,  არათუ მზად ვართ ამისთვის, არამედ მოხარულებიც კი ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას.
ახლა მთავარია, მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ახალგაზრდები, სოლიდარულები ვიყოთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის, ისე  საზოგადოების ჯანმრთელობას”- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics