05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 12:37:17, 1380 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის გამო, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაცნობებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“, ახალი კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ლიცენზირებული დაწესებულებების გარე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის შემოწმებას დისტანციურად განახორციელებს.

Camera.mia.gov.ge-ზე დარეგისტრირებული ლიცენზირებული დაწესებულებების წარმომადგენლებს  შესაძლებლობა აქვთ ელფოსტის საშუალებით გამოგვიგზავნონ შესაბამისი დოკუმენტაცია -infocamera@mia.gov.ge; და დისტანციურად მიიღონ შესაბამისი აქტი.

ასევე, 112-ის თბილისისა და რუსთავის ადმინისტრაციულ ცენტრებში, ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრში შემოსული თითოეული მოქალაქე მოწმდება, თანამშრომლები აღჭურვილები არიან პირბადითა და სპეციალური ხელთათმანით. ქოლ-ცენტრში და ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულია ხელის ანტიბაქტერიული გამწმენდი სითხე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics