07:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 18:02:44, 1571 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ პირველი ქართული ნეობანკი - SPACE გერმანიის ბაზარზე შედის

„თიბისი“ ნეობანკინგის პლატფორმას აფართოებს. საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი - Space გერმანიის ბაზარზე შედის, რაც ქვეყანაში სტარტაპერებისთვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მომხმარებლებს საბანკო ოპერაციების შესრულებას გაუმარტივებს.

Space ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან პარტნიორობით, მომხმარებელს ყოველდღიურ საბანკო პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, დაკრედიტებას, ფულად გზავნილებს, საერთაშორისო კომუნალურ გადახდებს შესთავაზებს. სფეისის მომსახურების მიღება სხვადასხვა ენაზე იქნება შესაძლებელი.

პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკი გერმანიის ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება და ის ძირითადად გერმანიაში მცხოვრებ ქართველებზე იქნება ფოკუსირებული. მის ფუნქციონირებას საქართველოში არსებული სფეისის გუნდი და ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. საერთაშორისო ბაზარზე შესვლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება.

გერმანიის ბაზარზე გასვლამდე, Space და პარტნიორი ბანკი გერმანული რეგულატორის მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფენ.

გერმანულ ბაზარზე ნეობანკის მოდელის წარმატებით ამოქმედების შემდეგ, Space სხვა ევროპული ბაზრების შესაძლებლობებსა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს შეისწავლის.

სფეისი პირველი ქართული სრულად ციფრული ბანკია, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიური საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების სრულ პაკეტსა და ინოვაციურ მიდგომებს სთავაზობს. მათ შორის:

·         ნებისმიერი ბანკის ბარათის ერთ აპლიკაციაში მიბმის საშუალებას;

·         სხვადასხვა ბანკის ბარათებს შორის 24/7 მომენტალურ გადარიცხვებს;

·         სრულად დისტანციურ სამომხმარებლო სესხს;

·         კომუნალურ გადახდებს საკომისიოს გარეშე;

·         VISA-ს სადებეტო ბარათს სხვადასხვა სარგებლით;

·         მოქნილ ანაბრებს სხვადასხვა მიზნისთვის;

·         უნიკალურ ლოიალობის პროგრამას;

·         სრულად ონლაინ განვადებას პარტნიორ მაღაზიებში.

სფეისის ბეტა ვერსია საქართველოში 2018 წლის მაისში გაეშვა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მან 181 000 მომხმარებელი მოიზიდა, სფეისის სასესხო პორტფელმა კი 27 მლნ ლარს მიაღწია.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics