05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 16:44:19, 1613 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა  2019 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ირკვევა რომ სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, მკვეთრად არის შემცირებული წინა წლის მონაცემებთან შედარებით.

კერძოდ, 2019 წელს სამუშაო ადგილზე დაშავებულთა რაოდენობა 16%-ით, ხოლო  დაღუპულთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა.

შრომის ინსპექციის მიერ 2019 წელს განხორციელდა 1 575 ინსპექტირება, რომელიც ჯამში შეეხო 90 000 დასაქმებულს, რაც წინა წლის მონაცემებს დაახლოებით 9-ჯერ აღემატება.

ინსპექტირების შედეგად 4 806 მითითება გაიცა, გაფრთხილება მიეცა 558 ობიექტს, დაჯარიმდა 431 ობიექტი, 92 ობიექტი შეჩერდა, ხოლო გაცემული მითითებები სრულად გამოასწორა 127-მა ობიექტმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics