05:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 12:35:11, 1531 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ პატარა ტბის დასახლებაში, ზაქარია მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა და დაახლოებით, 4 422 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგო, მოეწყო ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკები.

 სამუშაოებისთვის,რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ასრულებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სხვადასხვა ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს,მათ შორის უკვე დასრულდა ანდრონიკაშვილის II შესახვევის, ლიბანის ქუჩიდან 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე მისასვლელი გზის, ღვალაძის ქუჩის მონაკვეთის, სოფელ გლდანში 26 მაისის IX ჩიხის ასფალტის საფარის მოწყობა. მუხიანის I მიკრორაიონის N13 და ლიბანის N29-31, ა მიკროს N48-50 კორპუსების მიმდებარედ კი ეზოს მოწესრიგება დასრულდა. გარდა ამისა, ამ ეტაპზე კორპუსების შიდა ეზოს მოწესრიგება 5 მისამართზე მიმდინარეობს. უმოკლეს დროში კი, დასრულდება ხერგიანის და ჭელიძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობაც.

                                                                                                                                     





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics