05:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 11:16:00, 1558 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ფეისბუქზე ამირან გამყრელიძის ყალბი გვერდი ვრცელდება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქგვერდი ვრცელდება.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდი.

მადლობას ვუხდით კეთილისმსურველებს ამ გვერდის გაზიარებისა და მოწონებისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს.

ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით – https://www.facebook.com/ncdcgeorgia/“, – ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics