04:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 16:11:58, 1469 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვარში გზის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, თოფურიძისა და მაჭავარიანის  ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები სრულდება.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, საფეხმავლო ბილიკი და 1 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობისთვის აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გზა დაზიანებული იყო. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ შეუზღუდავად იმოძრავებს. ასევე, ახალი საფეხმავლო ბილიკიც მოეწყო, რათა მოსახლეობამ  უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილება შეძლოს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 124 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics