|
2020-03-12 13:00:28, 1991 ნახვა
სამართალი
2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსი გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. როგორც სამინისტრო აღნიშნავს, ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ რეგიონში საქართველო 2014 წლიდან ლიდერობს, მსოფლიო მასშტაბით კი, 128 ქვეყანას შორის 0.60 ქულით 42-ე ადგილს იკავებს. 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მაჩვენებლებით წინ უსწრებს მოლდოვას (82-ე ადგილი), ბულგარეთს (53-ე ადგილი), უნგრეთს (მე-60 ადგილი), უკრაინასა (72-ე ადგილი) და სხვა ქვეყნებს. კანონის უზენაესობის ინდექსი აფასებს 8 კომპონენტს, მათ შორის, კორუფციის არარსებობასა და ღია მმართველობის დონეს. საქართველო კორუფციის არარსებობის კომპონენტში 0.68 ქულით რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 128 ქვეყნიდან 27-ე პოზიციას იკავებს. ასევე, საქართველო რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს ღია მმართველობის კომპონენტში, მსოფლიო რეიტინგში კი, 41-ე ადგილს იკავებს 0.57 ქულით. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ქვეყანა რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს სისხლის სამართლის სისტემისა და ადამიანის უფლებების სფეროებშიც. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, წინა წლისგან განსხვავებით, უფრო მეტი − 128 ქვეყანა შეფასდა. 2020 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზე დანიაა 0.90 ქულით. ცნობისთვის: რეიტინგში მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)