11:34 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 12:45:56, 13004 ნახვა

სპორტი
რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.

რაგბის კავშირის წარმომადგენლების თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე შეიძინა, თანხა უკან დაუბრუნდება.

„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, - ნათქვამია  საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics