|
2020-03-11 15:13:32, 11988 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი - იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ინფექციურში გადაიყვანეს
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, იტალიიდან გუშინ ჩამოყვანილი 7 პირი რესპუბლიკური საავადმყოფოდან ინფექციურში გადაიყვანეს. მისი თქმით, არც ერთ მათგანს ამ დრომდე კორონავირუსთან დაკავშირებით ტესტირება არ ჩატარებიათ. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 40 პაციენტი. გუშინ საღამოდან მთელი ღამის განმავლობაში 10 პაციენტი მივიღეთ. აქედან 7 ჩამოსულია იტალიიდან, რომლებიც დღეს გადადიან ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირებისათვის. მათ ჩვენთან მოყვანამდე ტესტირება არ ჩატარებიათ. ზოგს სუსტი ხველა ჰქონდა, ზოგს ყელის ტკივილი, ზოგს კი სურდო. ამიტომაც, ამ ადამიანების ჯგუფი გამოცალკევდა და მოყვანილი იქნა ჩვენთან დაკვირვების ქვეშ ერთი ღამით, დღეს კი გადავლენ ინფექციურ საავადმყოფოში. ყველა მათგანი არის იტალიიდან. ზოგი არის პიზადან, ზოგი რომიდან, ზოგიც კი ნეაპოლიდან. ძალიან ფართო იტალიური გეოგრაფიული საზღვრები აქვს თითოეულ მათგანს“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)