03:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 22:39:41, 1949 ნახვა

საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე - ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ დაინფიცირდა ფულით

„ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან, ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ დაინფიცირდა ფულით“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იყო განთავსებული, თუმცა დადებითი პასუხი კორონავირუსზე ახლა გახდა ცნობილი. 

„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია, დაფიქსირდა 8 ახალი შემთხვევა. ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა.

ერთი არის პიროვნება რომელიც იმყოფებოდა კონტაქტში იტალიიდან ჩამოსულ ერთ პიროვნებასთან, პაციენტ ნომერ 5-თან, ვინც ნომერ 4-თან ერთად იყო იტალიაში, ორი ოჯახი იყო იტალიაში და ამ ორი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი. ის ასრულდება თავის მოვალეობას, რაღაც სამუშაო შეასრულა და თავად როგორც ამბობს, ფული აიღო საქმეში და ვარაუდობს, რომ შესაძლოა ამ ფულით გადაედო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics