03:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 18:04:38, 1844 ნახვა

საზოგადოება
Ryanair-ი იტალიის მიმართულებით 8 აპრილამდე ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

Ryanair-ი 8 აპრილამდე იტალიის მიმართულებით ყველა საერთაშორისო ფრენის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ამის შესახებ განცხადებას Ryanair ავრცელებს.

კომპანიის განმარტებით, დამატებითი შემცირება განხორციელდება შემდეგნაირად:

11 მარტის 24:00 საათიდან 8 მაისის 24:00 საათამდე, Ryanair შეაჩერებს იტალიის ყველა შიდა ფრენას.

13 მარტის 24:00 საათიდან 8 აპრილის 24 საათამდე კი Ryanair შეაჩერებს იტალიის ყველა საერთაშორისო ფრენას.

კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ფრენის გაუქმების შესახებ ყველა მგზავრმა ელ.ფოსტით შეტყობინება მიიღო.

„Ryanair აგრძელებს ჯანდაცვისა და ეროვნული მთავრობის მითითებებსა და კრძალავს მოგზაურობებს. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება და მოგზაურობის აკრძალვით ან გაუქმებებით დაზარალებულ ფრენებზე ყველა მგზავრი შეტყობინებას ელ.ფოსტით იღებს და მათ სთავაზობენ ფრენის გადაცემებს, სრულ ანაზღაურებას ან სამგზავრო კრედიტს. Ryanair გულწრფელად უხდის ბოდიშს ყველა მომხმარებელს ამ გრაფიკის შეფერხებების გამო, რაც გამოწვეულია ეროვნული სამთავრობო შეზღუდვებით და იტალიის მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, რომ ჩაიკეტოს მთელი ქვეყანა კოვიდ -19 ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics