|
2020-03-10 11:35:15, 1565 ნახვა
საზოგადოება
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში დღეს დააბრუნებენ
ფრენების დროებით შეჩერების გამო, იტალიაში დარჩენილი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც მომდევნო 2 კვირის განმავლობაში უკან დასაბრუნებელი ბილეთები გაუუქმდათ, ქვეყანაში დღეს დააბრუნებენ. მოაქალაქეთა გამომგზავრებას საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩომ მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყო. „ეს მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი სამსახურების მიერ და მიმდინარეობს ამ ადამიანებთან მუდმივი კომუნიკაცია და კავშირი. საქართველოს საელჩომ უზრუნველყო მოქალაქეები შესაბამისი პირველადი საჭიროების ნივთებით. რაც შეეხება იმ ადამინებს, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთში, დახურულ რეგიონებში იმყოფებოდნენ, საქართველოს საელჩომ იტალიის მხარის თანაორგანიზებით უზრუნველყო შესაბამისი ნებართვები და დერეფნები ამ ადამიანებისთვის. ნაწილი მათგანი უკვე არის რომში, მეორე ნაწილი მიემგზავრება რომის მიმართულებით და უახლოეს მომავალში, როგორც აღვნიშნეთ, გადმოყვანილი იქნებიან იტალიის რესპუბლიკიდან საქართველოში შესაბამისი პროტოკოლის დაცვით და ეს ადამიანები შემოწმდებიან საქართველოში ჩამოსვლისთანავე“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)