|
2020-03-09 23:33:09, 2324 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას მიესალმება
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ შეთანხმებას მიესალმება და წერს, რომ შეთანხმება ქვეყანაში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. "კვირას, საქართველოს მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით – მიაღწიეს შეთანხმებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. პარტიებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, სადაც ხაზგასმულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ისეთი ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც საქართველოში მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია. ეს იყო სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგი, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ საქართველოში ევროკავშირის, გერმანიის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები. ეს შეთანხმება არის ძალზე მისასალმებელი, მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო ნიშანი ყველა პარტიის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან და ის საქართველოში არაჯანსაღი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების სურვილს ასახავს. ჩვენ ვულოცავთ ყველა ხელმომწერს, რადგან მათ უპირატესობა მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მხარე დაიცავს შეთანხმებას და უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ მის წარმატებით მიღებას უახლოეს კვირებში, მოგვიანებით კი – მის ეფექტიან განხორციელებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა პარტიას, სწრაფად და სრულად შეასრულონ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ ბოლო არჩევნების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები, რათა უზრუნველყონ, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი ნდობა მოიპოვოს"- წერია განცხადებაში.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)