|
2020-03-09 20:09:27, 11213 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის წარმოშვება და განვითარება - როგორ მოაღწია ვირუსმა ჩვენამდე
ალექსანდრე ჩუჩალინი, რუსეთის რესპირაციული საზოგადოების პრეზიდენტი დეტალურად აღწერს ვირუსის განვითარების ეტაპებს. მისი თქმით კორონავირუსი, ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია . "კორონავირუსი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. ადამიანები წელიწადში რამდენჯერმე ავადდებიან ამ ვირუსით რასაც "მწვავე გაციებას" არქმევენ. ვირუსის წარმოშობა ჩვენთვის 2002 წელს გახდა ცნობილი სარს - ის (მწვავე რესპირაციული სინდრომი) და 2012 წელს მერს - ის (ახლოაღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი), 2019 წელს კი უკვე კორონავირუსის სახელით. კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ოთხ ეტაპს გადის - პირველი უწყინარი სურდოა, რომელიც შვიდიდან ცხრა დღემდე გრძელდება, მეცხრე დღიდან კი სიტუაცია საგრძნობლად იცვლება, ყალიბდება ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონია ანუ მწვავე პნევმონია, როდესაც ბაქტერიული ფლორა ვირუსულ პათოგენს უერთდება. როდესაც ვირუსი ხვდება ორგანიზმში და არღვევს ამ ბარიერს, ფილტვებში სადაც სტერილურ ადგილს პოულობს იქ იწყებს კოლონიზაციას, გამრავლებას. თუ ეს სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება და დაავადება აგრძელებს ზრდას, ამ ყველაფერს უკვე სერიოზული გართულებები მოჰყვება, როგორიცაა რესპირატორული სინდრომი - შოკი. დაავადების ამ ეტაპზე ადამიანს დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს. ამ დროს ვიწყებთ მედიკამენტოზურ მკურნალობას ხოლო ფილტვების იმ დაავდებული უჯრედების განკურნება უკვე მხოლოდ ხელოვნური სუნთქვის აპარატით არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე, დაავადებული ადამიანის პირველი 9 დღის განმავლობაში განკურნება შეუძლებელია, ანტიდოტის არარსებობის გამო. მხოლოდ ანტიბიოტიკებით მკურნალობა წარმოუდგენელია, ამ ყველაფერს თან თერაპიაც უნდა დავურთოთ, რომელიც პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ადამიანის იმუნური სისტემის გამყარებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ალექსანდრე ჩუჩალინიმ. "ყველაზე მთავარი არის ის, რომ კორონავირუსი ღამურასგან გავრცელდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბევრი შემთხვევა ადასტურებს, რომ ღამურები არიან ზოონოზური პათოგენის მატარებლები. როდესაც ღამურებს შორის ვრცელდება ეპიდემია, ისინი სხვადასხვა ვარიაციის ერთი და იგივე ვირუსით ავადდებიან. სწორედ ამ ვარიაციების გამო ხდება შესაძლებელი, ასე ვთქვათ გადაინაცვლოს ერთ-ერთმა ვირუსის სახეობამ ერთი ხერხემლიანიდან მეორეზე. ბაღლინჯო - ეს არის პარაზიტი რომელიც ასევე ღამურებისგან იღებს სათავეს, ჯერ კიდევ იმ დროიდან , როდესაც ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ. პარაზიტები არასდროს არ იწვევდა გაოცებას ადამიანებში და არც არავის აკვირვებდა მათი არსებობა, ბოლო პერიოდში კი გარემო საგრძნობლად იცვლის სახეს - მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რაც მჭიდრო დასახლებებს ქმნის. ამავდროულად აფრიკასა და ჩინეთში ღამურებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ და ვრცელდება ინფორმაცია მათზე, როგორც მკურნალი ფრთოსნების შესახებ. მსგავსი ინფორმაცია ვირუსულად ვრცელდება ერთი ადამიანიდან მეორეზე უწყვეტ რეჟიმში, შესაბამისად ღამურებზე მონადირეთა რიცხვი მატულობს, დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ცდილობს მათ ხელში ჩაგდებას, შესაბამისად მით უფრო მეტ ადამიანს აქვს ინფიცირების შანსი. კორონავირუსი სათავეს უხანში არსებული ბაზრიდან იღებს - იწყება ადამიანისგან, რომელსაც პირველად ჰქონდა კონტაქტი დაავადებულ ღამურასთან, ხოლო შემდეგ ვირუსი წვეთოვანი გზით იწყებს მოგზაურობას ადამიანიდან ადამიანზე. როგორც ირკვევა უხანში მომხდარი კორონავირუსის აფეთქება ერთი ღამურისგან დაიწყო. სწორედ იმ კონკრეტულისგან, რომლის ორგანიზმში არსებულმა ვირუსმა ადამიანის რეცეპტორებთან შერწყმა შეძლო. შემდეგ ხდება ის რაც ნებიმიერ ვირუსს დაემართებოდა, ის ხვდება სრულიად უცხო გარემოში - ფერმენტები, რეცეპტორები, არაფერი არ არის იდენტური, მას კი გამრავლება სჭირდება რაც მის არსებობას განსაზღვრავს. ის იწყებს უჯრედების შენებას, მაგრამ ვერ ახერხებს მათ შენარჩუნებას, ამიტომ უჯრედები წყდება და დაავადებული ორგანიზმიც იღუპება.
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)