|
2020-03-09 15:42:24, 3385 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - გიორგი მარგველაშვილს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ოპოზიციურ ველზე
„მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მოსვლას ჩვენს შეხვედრაზე და მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შემდგომი შეთანხმებების ფორმირებაში ოპოზიციურ ველზე“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ერთიანობას ბევრის გაკეთება შეუძლია კიდევ და ამ ერთიანობას აუცილებლად შეინარჩუნებენ. „ჩვენ განვიხილეთ იმ შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც გუშინ შედგა. მეორე, რომ ჩვენ ამ შეთანხმების დეტალურ სკანირებას გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი ამ შეთანხმების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ჩათვლით იყოს შესრულებული. მესამე მნისვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ, რომ მაჟორიტარების კუთხით თანამშრომლობა ძალაშია და ვაგრძელებთ ამას, მეოთხე, რომ 4 აპრილის აქცია კორონავირუსის გამო ვეღარ ჩატარდება. მეხუთე, რომ ოპოზიციის ერთიანობას ბევრის გაკეთება შეუძლია კიდევ და ამ ერთიანობას აუცილებლად შევინარჩუნებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ვაშაძემ აღნიშნა, რომ მიესალმება გიორგი მარგველაშვილის მისვლას ოპოზიციის შეხვედრაზე. „მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მოსვლას ჩვენს შეხვედრაზე და მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შემდგომი შეთანხმებების ფორმირებაში ოპოზიციურ ველზე. ამაზე უკვე დისკუსია ინდივიდუალურად გვექნება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)