02:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 15:31:25, 1794 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანმრთელობისა მინისტრმა მოადგილეებთან ერთად UNICEF-ის წარმომადგენელს, ღასან ხალილს უმასპინძლა

აჭარის ჯანმრთელობისა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ მოადგილეებთან ერთად UNICEF-ის წარმომადგენელს, ღასან ხალილს უმასპინძლა.

 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის პროექტები, რომლებიც იუნისეფის ხელშეწყობით აჭარაში მიმდინარეობს. ესენია:

 ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში.

ე.წ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხეშეწყობა, პროექტის ფაეგლებში ადგილობრივებს უტარდებათ ტრენინგები.

შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების და სტატუსის განსაზღვრის სოციალური მოდელის პილოტირება აჭარაში" - პროექტის ფარგლებში რეგიონის 6 სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს პილოტის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრას, პირის სოციალური საჭიროებისა და ფუნქციონირების შეფასების მიხედვით.

ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება აჭარაში - პროექტის ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით შედეგად აჭარაში დაინერგა 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ზრდასა და განვითარებაზე ზედამხედველობის სისტემა. ინიციატივა მიზნად ისახავს ბავშვების განვითარებაზე მეთვალყურეობის სერვისების გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის დონეზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის სფეროებსა და პროექტებს. UNICEF-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ასავე სამინისტროს რეკომენდაციას მისცემს ე.წ ოცნების ქალაქის მცხოვრებთა კრიტერიუმების განსაზღვრასთან დაკავშირებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics