10:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 18:33:20, 2007 ნახვა

პოლიტიკა
ადამ კინზინგერი - ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას

კონგრესმენი ადამ კინზინგერი. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმებას მიაღწევას ულოცავს - პოლიტიკოსმა გამოხმაურება ტვიტერის საკუთარ გვერდზე განათავსა.
"გულით ვულოცავ ქართველ ხალხს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმების მიღწევას. 
დემოკრატია მძიმე შრომას მოითხოვს, მაგრამ ამად ღირს. პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძე და ბევრი სხვა თავიანთი მუშაობისთვის დაფასებას იმსახურებენ. 
ვრცელ განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ. ” - დაწერა ადამ კისინგერმა.

საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ დიპლომატების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური მოლაპარაკებები ფართო კონსესუსით დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ ყველა ძირითად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება.
მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics