|
2020-03-08 16:15:30, 1773 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში 17 სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 33 პროექტი ხორციელდება. ამორტიზებული სახურავის რეაბილიტაცია 17 მისამართზე მიმდინარეობს, მათ შორის, სვიმეონ შოთაძის ქუჩა N2 კორპუსის, ამავე ქუჩის მეორე შესახვევის N14 კორპუსის და მუხიანის მესამე მიკრორაიონის N1 კორპუსის რამდენიმე სადარბაზოში. სვიმეონ შოთაძის N2 კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავი ჯამში, 1 400 კვ.მ ფართობზე შეიცვლება. სამუშაოების ღირებულება 42 114 ლარს შეადგენს. სვიმეონ შოთაძის მეორე შესახვევის N14 კორპუსში კი, დაახლოებით, 700 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვლება სახურავი და წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებისთვის 21 783 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)