02:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-08 12:05:16, 2142 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსზე ტესტირება 9 პაციენტს ჩაუტარდება 23 პაციენტის პასუხი უარყოფითია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 8 მარტს დილით კორონავირუსზე ტესტირება 9 პაციენტს ჩაუტარდება და მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 39 პაციენტი განაგრძობს, რომელთაგან 23-ზე ვირუსზე ტესტირების შემდეგ უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ორონავირუსით ინფიცირებული რიგით მეოთხე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ეზუგბაიას თქმით, 44 წლის მამაკაცს ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, კარგია და დაავადება არ პროგრესირებს.

"მეოთხე პაციენტი, რომელიც შემოვიდა ჩვენთან და რომელსაც მძიმედ გამოხატული კლინიკა ჰქონდა, ჯერჯერობით მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა, სტაბილური. ცხელება გრძელდება. რენდგონოლოგიურად მასთან პნევმონიის ნიშნები არ შეინიშნებოდა, მაგრამ პირველივე დღიდან მისი სიმძიმე მაინც შეფასდა, როგორც ფილტვის ანთება და დაიწყო შესაბამისი მკურნალობა.

ცხელების გახანგრძლივების გამო ჩატარდა გულ-მკერდის კომპიუტერული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ აქ არის ორმხრივი პნევმონია. მდგომარეობა მართვას ექვემდებარება ჯერჯერობით" - ამბობს ეზუგბაია 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics