|
2020-03-08 11:59:26, 2389 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტების გამოჯანმრთელებას ერთ კვირაში ელოდებიან. „გარდატეხა თუ არ მოხდა თვითონ ვირუსის ბუნებაში, ბევრი ელოდება, რომ დათბობასთან დაკავშირებით ეპიდემია გახდება მილევადი, როგორც გრიპის შემთხვვევაში. ბუნებრივი ციკლების თვალსაზრისით, თუ ეს უმოკლეს დროში არ მოხდა და ჩვენ არ ვიცით, ამ ახალი კორონავირუსის ბუნება როგორია, ველოდებით მატებას, რადგან ჩინეთის გარეთ, მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება რაოდენობააქ გამორიცხულია ტოტალიტარული ზომების, რაღაც იძულებითი ზომების გამოყენება ეპიდემიის შესაჩერებლად. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მკაცრი დაცვით, როგორც ევროპის ქვეყნებს შეეფერება. მოსალოდნელია მატება, მატება აუცილებლად იქნება, მაგრამ ამოცანაა, ინფიცირებულთა რაოდენობა რაღაც კრიტიკულ ზღვარს არ გადაცდეს ანალიზებს ინფიცირებულებს სულ ვუღებთ, ყოველ სამ დღეში. ჯერჯერობით, ვირუსი არსად გამქრალა და არც იყო მოსალოდნელი. როგორც ითვლება, მსუბუქი შემთხვევების დროსაც გამოჯანმრთელება იწყება ორი კვირის შემდეგ. მათ ორი კვირა ჯერ არ გასვლიათ. ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)