00:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-07 10:57:14, 1285 ნახვა

საზოგადოება
გახარია - ბოლო ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული რვა ქალი, ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება

ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უფრო კომპლექსური გახდება, - ბოლო ორი თვის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი გახარიამ რელევანტური უწყებების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გამართა.

საუბრისას აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამკაცრდა კანონი და ახლა გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. ასევე დამკვიდრდა მოძალადეთა მონიტორინგის, რისკების შეფასების და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგის სისტემები, მიმდინარეობს გამომძიებელთა მუდმივი გადამზადება, თუმცა, შექმნილი ვითარება ყველა უწყების კოორდინირებულ ქმედებას მოითხოვს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მოქმედიკანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებზე.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

„ბოლო ორ თვეში გვყავს ოჯახის წევრის მიერ მოკლული რვა ქალი, ეს ძალიან მძიმე სურათია. ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ამ პროცესში ყველა შესაბამის უწყებას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ჩვენ უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ პრობლემასთან საბრძოლველად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური კამპანია დაიწყება, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები და მთავრობის ადმინისტრაცია ჩაერთვებიან.

გარდა ამისა, რელევანტური სამინისტროების მიერ განისაზღვრება კონკრეტული ქმედებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, კრიზისული სერვისების მიწოდების, განგრძობადი და პროფესიული განათლების და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის გაძლიერების მიმართულებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics