00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 17:38:45, 1748 ნახვა

საზოგადოება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი „აჭარის ტელევიზიაში“ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

„აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები აზარალებს არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრებმა განაცხადეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ  მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას.

„აღმაშფოთებელია ფაქტი, რომ არხის ახალი მენეჯმენტი სრულ იგნორირებას უკეთებს არა მხოლოდ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებებს, როგორიცაა რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, არამედ სახალხო დამცველის მოწოდებებს, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა  და საკუთარი თანამშრომელების პროტესტს. არხის სარედქციო საქმიანობისგან ხდება იმ ადამიანების ეტაპობრივი ჩამოცილება, ვინც, მონაწილეობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტური პროდუქტის შექმნაში, რაც არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზციის მიერ შეფასდა როგორც მიუკერძოებელი და ობიექტური. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანამშრომელთა ნაწილმა 2 მარტს გაფიცვა დააანონსა და ელოდება მედიაციის შედეგებს. სრულიად გაურკვეველია, თუ როგორ წარიმართება პროცესები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.

საარჩევნო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა, შესაბამისად შექმნილი ვითარება ბადებს ეჭვებს, რომ  მთავრობა არჩევნების წინ ცდილობს საინფორმაციო საშუალებების მონოპოლიზებას. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამგვარ ჩარევებს წინააღმდეგობას უწევენ.  მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განახორციელონ ქმედითი მხარდაჭერა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების მიმართ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics