00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-06 13:36:51, 1495 ნახვა

საზოგადოება
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მოსამართლეების დისციპლინური სამართალწარმოების ხარვეზებზე საუბრობს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს საუბრობს.

ამის შესახებ კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განაცხადა.

მათი თქმით, მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას,

„კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის სათანადო დამოუკიდებლობას, რადგან მას საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. შესაბამისად, არამოსამართლე წევრებს არ აქვთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს ინსპექტორის შერჩევის წესს და ვერ უზრუნველყოფს კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას.

გარდა ამისა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ხელშესაწყობად და სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში ჩართულმა ორგანოებმა დროულად, ობიექტურად და ეფექტიანად უპასუხონ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს“, - განაცხადა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics