|
2020-03-06 13:11:02, 3201 ნახვა
სამართალი
20 ივნისს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სამ ბრალდებულს დანაშაულის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე კიდევ სამმა ბრალდებულმა - კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, გასულ სხდომაზე მათ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდაო გახადეს. „საპროცესო შეთანხმების მიხედვით, კახაბერ კუპრეიშვილი, ცოტნე სოსელია და ზურაბ ბუდაღაშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და ძირითად სასჯელად განესაზღვრათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობით, იგივე გამოსაცდელი ვადით. მათვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრათ ჯარიმა თითოეულს 2000 ლარის ოდენობით. პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, კახაბერ კუპრეიშვილმა, ცოტნე სოსელიამ და ზურაბ ბუდაღაშვილმა აღიარეს წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რაც სხვა გარემოებებთან ერთად გახდა აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საფუძველი. „20-21 ივნისის საქმეზე სულ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იყო 18 პირის მიმართ, მათგან 17-ს ბრალი წარედგინა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, ხოლო 1 პირს ასევე მისი ხელმძღვანელობისთვის. აღნიშნული პირებიდან 14-მა აღიარა წარდგენილი ბრალდება, უდაოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და უკვე ცამეტ ადამიანს გაუფორმდა შეთანხმება“-აღნიშნა პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. ბრალდების აღიარების გათვალისწინებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის ორ მონაწილეს თორნიკე დათაშვილს და გიორგი ჯავახიშვილს საპროცესო შეთანხმება 4 მარტს გაუფორმდა“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)